Belive

U15 | საქართველო UEFA-ს განვითარების თასის გამარჯვებულია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით და 3 ქულით დაასრულა - 0:3. ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენმა ასაკობრივმა, პირველ ტურში, ტურნირის დებულების თანახმად, ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემდეგ პირდაპირ დანიშნულ პენალტების სერიაში ლატვიას მოუგო და 2 ქულა მოიპოვა; ხოლო მეორე ტურში, იდენტური სცენარის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში მასპინძელ სომხეთთან დამარცხდა და 1 ქულა მოიპოვა.

გიორგი ჩიტაურის ფორმაციის 15-წლამდე ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფა-ს განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო.

დღევანდელ შეხვედრაში, თავი გუნდის კაპიტანმა - ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გამოიჩინეს. დუნდუამ, გოლების გატანა სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო.

წყარო: nakrebi.ge