Belive

U 17 | ანანო წიქარიძემ ლატვიის ნაკრებს 5 გოლი გაუტანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ეტაპის პირველი რაუნდის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველის 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ლატვია 5:2 დაამარცხა.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების შემტევმა, ანანო წიქარიძემ, რომელმაც მეტოქეს 5 გოლი გაუტანა.

სალომე ხუბულურის გუნდმა ჯგუფში 2 შეხვედრის მოგება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა.

ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრები B ლიგის საუკეთესო მეორეადგილოსანია და ამ პოზიციის შენარჩნების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში A ლიგაში იასპარეზებს. B ლიგაში მხოლოდ მეორე ჯგუფის მატჩები დარჩა ჩასატარებელი. შეხვედრები 13-19 ნოემბერს გაიმართება.