Belive

ტვენტე ლუდის გაყიდვით იმაზე მეტ ფულს შოულობს, ვიდრე ფეხბურთელების ტრანსფერებიდან

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტვენტეს" წლიური ფინანსური მაჩვენებლის მიხედვით, გუნდის წმინდა მოგებამ 5 მილიონი ევრო შეადგინა. წინასწარი შეფასების მიხედვით, ნიდერლანდური გუნდი 2022-2023 წლების სეზონში წაგებაში უნდა დარჩენილიყო. მთავარი მოგება თასის შეხვედრების ბილეთების გაყიდვამ მოიტანა, მკვეთრად გაიზარდა კვების პროდუქტებიდან მიღებული შემოსავალიც და მთლიანმა ბრუნვამ, ამ კომპენენტში, 10.5 მილიონი ევრო შეადგინა.

კვების პროდუქტების მთელ ბრუნვას შესყიდვისა და პერსონალის ხარჯები უნდა გამოაკლდეს, ეს ხარჯები კი დაახლოებით 4.5 მილიონ ევროს შეადგენს. გამოდის, რომ მოგება 6 მილიონ ევროს აღწევს.

გარდა შემოსავლისა კვების ინდუსტრიიდან, კლუბი ფულს ტრანსფერებიდანაც გამოიმუშავებდა. მაგალითად, ვაცლავ ცერნის, ჯეიდენ ოსტერვოლდესა და კასპერ სტარინგის ტრანსფერების სრულმა ღირებულებამ 6 442 000 ევრო შეადგინა. თუმცა სატრანსფერო საფასურზე ამორტიზაციის ხარჯების გამოკლებთ, კლუბის მოგება მხოლოდ 3 751 000 ევროა.

ამ სტატისტიკის მიხედვით უცნაური დასკვნის გაკეთება შეიძლება და ეს აღნიშნა ჟურნალისტმა, ტომ კნიპინგმაც :

უცნაურია, რომ ტვენტე ლუდით უფრო მეტ ფულს შოულობს, ვიდრე ფეხბურთელების გაყიდვით. ევროპაში არცერთი გუნდი არ მინახავს, რომელშიც ანალოგიური სიტუაციაა - ტომ კნიპინგი

ამ მომენტისთვის "ტვენტე" ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-3 ადგილზეა და ლიდერ "ეინდჰოვენს" 9 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები