Belive

,,თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გულები'' - რას წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

სოციალურ ქსელში უეფას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მთელი მსოფლიოდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

  • ,,თურქეთმა მოიგო მატჩი, საქართველომ კი ჩვენი გულები...''

  • ,,რა თამაში იყო... საქართველოს ნაკრებს არ გაუმართლა, მათ ყველაფერი ჩადეს.''

  • ,,იტალიამ და ინგლისმა თამაში ამ გუნდებისგან უნდა ისწავლონ!''

  • ,,ასეთ მატჩს არ ველოდი, დიდი სიამოვნება მივიღე!''

  • ,,ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო თამაში იყო!''

  • ,,პატივისცემა საქართველოს! ისინი ფრეს იმსახურებდნენ.''

  • ,,2:2 უნდა დასრულებულიყო, პოტენციურად ტურნირის საუკეთესო მატჩია!''

  • ,,წუთიერი დუმილი მათთვის, ვინც ამ მატჩს ვერ უყურა...''

  • ,,თურქეთის გამარჯვება იღბლის დამსახურება უფრო იყო. საქართველოს ნაკრებმა საოცრად ითამაშა, ვულოცავ ქართველებს და წარმატებებს ვუსურვებ!''

  • ,,მადლობა საქართველოს თურქეთიდან! მართალია მოვიგეთ, მაგრამ შესანიშნავად ითამაშეს.''

  • ,,საქართველოს თავდადება და მებრძოლი სული ბელგიის ნაკრების ტექნიკურ შესაძლებლობებს რომ დაუმატო, ევროპის ჩემპიონობისთვის მებრძოლ საუკეთესო გუნდს მიიღებ.''

ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის მომდევნო მატჩს შაბათს, 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები