Belive

თურქეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ ცნობილია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, ევროპის ზონის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის, ვინჩენცო მონტელამ თურქეთის საფეხბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი თურქეთის ნაკრები, 4 სექტემბერს, თბილისში საქართველოს ესტუმრება, ხოლო 7 სექტემბერს, ქონიაში, ესპანეთს უმასპინძლებს.

ვინჩენცო მონტელამ თურქეთის ნაკრებში 28 ფეხბურთელს უხმო.

თურქეთის შემადგენლობა

მეკარეები: ალტაი ბაინდირი, ბერკე ოზერი, მერღ გიუნოკი, უგურკან ჩაქირი.

მცველები: აბდულქერიმ ბარდაქჩი, ჩაღლარ სოიუნჯუ, ერენ ელმალი, ფერდი ქადიოღლუ, მერიჰ დემირალი, მერთ მიულდური, სამეთ აქაიდინი, იუსუფ აქჩიჩეკი, ზეკი ჩელიკი.

ნახევარმცხელები: დემირ ეჯე თინკაზი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ისმაილ იუკსეკი, ქაან აიჰანი, ორკუნ კოკჩუ, სალიჰ ოზკანი.

თავდამსხმელები: არდა გიულერი, ბარიშ ალპერ ილმაზი, ჯან უზუნი, დენიზ გიული, ირფან ჩან კაჰვეჩი, ქენან ილდიზი, კერემ აკთურქოღლუ, ოგუზ აიდინი, იუნუს აკგუნი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება 4 სექტემბერს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები