Belive

ტურის სიმბოლურ გუნდში - ლოჩოშვილის საუკეთესო მატჩი ავსტრიაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლუკა ლოჩოშვილი Sky Sports-მა ავსტრიის ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელის "ვოლფსბერგი" გასულ უქმეებზე "ჰარტბერგს" დაუპირისპირდა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0. ახალგაზრდა ქართველი მცველი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, ლუკამ მოედანზე შეუცვლელად ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ მიღებული შეფასებით (8,4) ეს ლუკას ავსტრიული კარიერის საუკეთესო თამაში გამოვიდა. ლოჩოშვილი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესოდ შეაფასეს. 22 წლის ფეხბურთელის სტატისტიკა კი ასეთია - 7 მოგერიებული შეტევა, 4 ვარდნა (მათ შორის 1 ბოლო იმედის), 2 ჩაჭრა და 1 დაბლოკი დარტყმა. ლუკამ "ჰარტბერგის" ფეხბურთელებს 6 დან 5 ორთაბრძოლა, ხოლო 8-დან 7 საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო. გარდა ამისა, მან 86 გადაცემიდან 73 ზუსტად შეასრულა (85%). აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბერგის" ცენტრალური მცველის 16 გრძელი პასიდან 12 ზუსტი იყო.
bandicam 2021-01-25 17-11-08-924
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში "დინამო თბილისიდან" გადავიდა. თბილისურმა გუნდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 ათასი ევრო მიიღო.

სხვა სტატიები