Belive

ტულუზაში სერჟ ორიეს ძმა მოკლეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემისა" და საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველის - სერჟ ორიეს ძმა, კრისტოფერი გვიან ღამით, ტულუზაში მოკლეს. ცნობილი მედიაგამოცემების "Le Point" და "Europe 1"-ზე დაყრდნობით, კრისტოფერს ცეცხლი ტულუზაში გასართობ კლუბთან გაუხსნეს, მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივების ცნობით, ცნობილი ფეხბურთელის ძმას ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ქუჩაში არავინ იმყოფებოდა. სერჟ ორიეს ძმის მკვლელობის საქმეზე საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ამ ფაქტზე დაკავებული ჯერჯერობით არავინ არ არის. კრისტოფერ ორიე ასევე ფეხბურთელი იყო, იგი საფრანგეთის მე-5 დივიზიონში - "ტულუზა როდეოში" თამაშობდა.

სხვა სტატიები