Belive

"თუ რომას ბოლონიას ფეხბურთელის ყიდვა არ გამოუვა, მაშინ ისინი გოგლიჩიძეზე გადაერთვებიან" - Tuttocagliari

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ემპოლის ქართველი ფეხბურთელის საბა გოგლიჩიძის ტრანსფერის შესახებ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი იწერება. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რომა აქტიურადაა ჩართული 21 წლის მცველის ტრანსფერის ამბებში. Tuttocagliari-ს ცნობით ჯალოროსის და კალიარის, ფეხბურთელის შესაძენად ბრძოლა მოუწევთ, როგორც გამოცემაში წერია რომას მთავარი სამიზნე ბოლონიას მცველი ჯონ ლუკუმია, მაგრამ თუ ეს ვარიანტი არ გამოვა მაშინ ისინი გოგლიჩიძეზე გადართვას აპირებენ.

საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე კალიარის ინტერესი უკვე დადასტურდა და ცნობილი გახდა, რომ გუნდის სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ საბა გოგლიჩიძის შეძენა ოფიციალურად მოითხოვა. ამას გარდა ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერით პარმა და სასუოლო ინტერსდებიან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რომას ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის აუცილებლად სურს მცველის დამატება.

სხვა სტატიები