Belive

თუ მბაპე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, პსჟ კილიანს პირველ აგვისტოს ტრანსფერზე დააყენებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენი'' 31 ივლისამდე კილიან მბაპეს გაყიდვას არ აპირებს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თვის ბოლომდე კილიანს უფლება აქვს, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. თუ ეს ასე არ მოხდება, ფეხბურთელს პირველ აგვისტოს ოფიციალურად ტრანსფერზე დააყენებენ.

პარიზელებს გუნდის ლიდერის სანაცვლოდ მინიმუმ 180 მილიონი ევროს მიღება სურთ, რასაც ბონუსების სახით 47 მილიონი უნდა დაემატოს. 

გასულ სეზონში მბაპემ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

სხვა სტატიები