ცვლილებები ფეხბურთის წესებში
4 წლის წინ
ფეხბურთი
6 წთ
- მოთამაშემ, რომელსაც ცვლიან, სათამაშო მოედანი უნდა დატოვოს მოედნის პერიმეტრის ხაზის უახლოეს ადგილას, თუ მსაჯი უსაფრთხოების ან ტრავმის მიზნით სხვაგვარად არ მიუთითებს.
- მსაჯს არ შეუძლია ბარათის მიცემის მიზნით თამაშის განახლების გადაწყვეტილების შეცვლა, თუ თამაში უკვე განახლებულია. თუმცა, შეუძლია უჩვენოს ყვითელი/წითელი ბარათი მომდევნო შეჩერებისას
- არასათანადო ქცევაში დამნაშავე გუნდის ოფიციალური პირებისთვის შეიძლება ნაჩვენები იქნას ყვითელი/წითელი ბარათი; თუ დამნაშავის დადგენა შეუძლებელია, ბარათს მიიღებს ტექნიკურ ზონაში მყოფი მთავარი მწვრთნელი
- თუ დანიშნულია პენალტი, შემსრულებელი მოთამაშე შეიძლება შემოწმდეს დაზიანებაზე ან მიიღოს დახმარება, დარჩეს მოედანზე და შეასრულოს დარტყმა
- გუნდს, რომელიც მოიგებს კენჭისყრას, შეუძლია აირჩიოს თამაშის დაწყება
- სადავო ბურთი დაგდებული იქნება მეკარისთვის (თუ თამაში გაჩერდა საჯარიმოში) ან იმ გუნდის ერთი მოთამაშისთვის, რომელიც ბოლოს შეეხო ბურთს, შეხების ადგილას; ყველა დანარჩენი მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 4 მ დაშორებით
- თუ ბურთი შეეხება მსაჯს (ან მატჩის სხვა ოფიციალურ პირს) და გადის კარში, მკვეთრად იცვლება ბურთის მიმართულება ან იწყება შეტევა საწინააღმდეგო მხარეს, დაინიშნება სადავო გდება
- მეკარეს არ შეუძლია მეტოქის კარში გოლის გატანა ხელით
- უშუალოდ მოთამაშის საკუთარი თავიდან ან სხეულიდან (მათ შორის ფეხიდან)
- უშუალოდ სხვა რომელიმე მოთამაშის თავიდან ან სხეულიდან (მათ შორის ფეხიდან), რომელიც იმყოფება ახლოს
- თუ ხელი/მკლავი არის სხეულთან ახლოს და არ ხდის სხეულს არაბუნებრივად დიდს
- როდესაც მოთამაშე ეცემა და ხელი/მკლავი არის სხეულსა და მიწას შორის სხეულის მხარდასაჭერად და არ არის გაშლილი გვერდით ან ზევით
- თუ, თანაგუნდელისგან აუტიდან ან გამიზნული პასის შემდეგ მეკარე წარუმატებლად ურტყამს ან ცდილობს დაარტყას ბურთს ფეხი, მისი თამაშში შეყვანის მიზნით, ამის შემდეგ მას შეუძლია ბურთის ხელში აღებ
- მსაჯს შეუძლია ყვითელი/წითელი ბარათის ჩვენების დაყოვნება შემდგომ გაჩერებამდე, თუ გუნდი, რომლის წინააღმდეგაც დაარღვიეს წესი, ასრულებს სწრაფ საჯარიმო დარტყმას და ქმნის გოლის გატანის შესაძლებლობას
- გატანილი გოლის აკრძალული სახით ზეიმისთვის მიცემული ყვითელი ბარათი ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ გოლი მოგვიანებით იქნა გაუქმებული
- გუნდის ოფიციალური პირის ყველა სიტყვიერი გაფრთხილება ან ბარათის ჩვენება ისჯება თავისუფალი დარტყმით
- საგნისთვის ფეხის დარტყმა კვალიფიცირდება, როგორც საგნის სროლა
- როგორც კი თავისუფალი დარტყმა შესრულებულია, მსაჯს შეუძლია შეწყვიტოს თავისუფალი დარტყმის ხელით სიგნალის ჩვენება, თუ ნათელია, რომ გოლი უშუალოდ თავისუფალი დარტყმიდან არ გავა
- საჯარიმო მოედნის ფარგლებიდან საჯარიმო და თავისუფალი დარტყმებისას ბურთი თამაშშია, როდესაც ის დარტყმულია და აშკარად მოძრაობს; არ არის აუცილებელი ბურთმა დატოვოს საჯარიმო მოედნის ფარგლები
- თუ ცოცხალი კედელი შედგება არანაკლებ 3 მოთამაშისგან, შემტევი გუნდის ყველა მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს არანაკლებ 1 მ მანძილზე „კედლიდან“; შეღწევის შემთხვევაში დაინიშნება თავისუფალი დარტყმა
- პენალტისას კარის ხარიხა, ძელი და ბადე არ უნდა მოძრაობდეს და მეკარე არ უნდა ეხებოდეს მათ
- 11 მ დარტყმისას მეკარის ერთი ფეხის ნაწილი მაინც უნდა იმყოფებოდეს კარის ხაზზე ან მის გასწვრივ; არ შეუძლია დადგეს კარის ხაზს უკან
- თუ, დარღვევა მოხდება მსაჯის მიერ 11 მ დარტყმის შესასრულებლად სიგნალის მიცემის შემდეგ, მაგრამ დარტყმამდე, ის უნდა შესრულდეს მას შემდეგ, რაც ყვითელი/წითელი ბარათი იქნება ნაჩვენები
- მეტოქეები უნდა იმყოფებოდნენ არანაკლებ 2 მ მანძილზე გვერდითი ხაზის იმ წერტილიდან, საიდანაც ხდება აუტის ჩაწოდება.
- კარიდან დარტყმისას ბურთი თამაშშია, როდესაც ის დარტყმულია და აშკარად მოძრაობს; არ არის აუცილებელი ბურთმა დატოვოს საჯარიმო მოედნის ფარგლები