Belive

ცნობილია, თუ რა სხვაობით მოუგო მესიმ ჰოლანდს ოქროს ბურთი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 ოქტომბერს, პარიზში, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ღონისძიებაზე „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, კარიერაში მე-8 „ოქროს ბურთი“ მოიგო.

ოქროს ბურთის დაჯილდოებაში მონაწილეობას 162 ადამიანი იღებს, ხოლო უმაღლეს შეფასებას ანუ პირველ ადგილოსანს 15 ქულიანი სისტემით აფასებენ.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, თუ რა სხვაობით დაამარცხა მესიმ ჰოლანდი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეო მესიმ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ერლინგ ჰოლანდს 105 ქულით აჯობა.

უფრო კონკრეტულად კი, არგენტინელმა შემტევმა 462 ქულა მოიპოვა, ხოლო მეორეადგილოსანმა - ერლინგ ჰოლანდმა კი 357 ქულა.

აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის „ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 პოზიცია დაიკავა და სიაში ისეთ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორიცაა ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი. მათ, შესაბამისად, მე-18, მე-19 და მე-20 ადგილები ხვდათ წილად. საერთო ჯამში, „ოქროს ბურთზე“ 30 ფეხბურთელი იყო წარდგენილი.

სხვა სტატიები