Belive

ცნობილია, როდის შეძლებს იბრაჰიმოვიჩი მოედანზე დაბრუნებას

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ,,ტოტენჰემთან'', ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩისთვის გეგმავს, რომელიც 15 თებერვალსაა ჩანიშნული. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

იბრაჰიმოვიჩს მუხლზე ოპერაცია გასული წლის მაისში ჩაუტარდა. შვედმა დღეს სპორტდარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

ზლატანს ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 41 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 22 მაისს, იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში, ,,სასუოლოსთან” შეხვედრაში ითამაშა, რომელშიც ,,მილანმა” ჩემპიონობა გაიფორმა.

სხვა სტატიები