Belive

ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერ სიტიში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას ,,ქალაქელთა” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ამ ნომრით ,,სიტიში'' აქამდე გაბრიელ ჟესუსი, ნოლიტო, ალვარო ნეგრედო, ემანუელ ადებაიორი, ვალერი ბოჟინოვი, ენდი კოული, ნილ ქუინი და სხვა არაერთი შემტევი თამაშობდა.



ჰოლანდმა ,,სიტისთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური მედიის ცნობით, მისი ანაზღაურება კვირაში 440 ათასი ევრო იქნება. ნორვეგიელი ,,დორტმუნდში'' 2020 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები