ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს რაშფორდი ბარსელონაში
მარკუს რაშფორდი, რომელიც მალე ბარსელონას შეუერთდება, კატალონიურ გუნდში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაციას Sport.es ავრცელებს.
ფაქტობრივად, მთელი კარიერის განმავლობაში, სწორედ ამ ნომრით თამაშობდა მისი კუმირი ტიერი ანრი, თავად მარკუსს კი 14-ნომრიანი მაისური 2015-2016 წლების სეზონში მანჩესტერის 21-წლამდელთა გუნდში ეცვა.
ბარსას ღირსებას ბოლოს ამ ნომრით პაბლო ტორე იცავდა, სხვადასხვა დროს კი მისით არაერთი ცნობილი ფეხბურთელი, მათ შორის ტიერი ანრი, ხავიერ მასკერანო, ფილიპე კოუტინიო, მემფის დეპაი, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდ კუმანი, მიქაელ ლაუდრუპი და იოჰან ნეესკენსი თამაშობდა.
გასულ სეზონში რაშფორდმა ასტონ ვილას მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🚨 𝗡𝗼𝘁𝗶𝗰𝗶𝗮𝗠𝗗
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) July 23, 2025
🔵🔴 Marcus Rashford llevará el dorsal 14 en el Barça@sergisoleMD 🤝 @xavimunyozMD
🔗 https://t.co/NFB7RGDJB4 pic.twitter.com/hUyVhk1udK