ცნობილია, რა ნომრით ითამაშებს მომავალი სეზონიდან ლამინე იამალი
,,ბარსელონას'' ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლამინე იამალი მომავალი სეზონიდან 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაცია ესპანურ მედიაში ვრცელდება:
რაც არ უნდა მოხდეს ანსუ ფატისთან დაკავშირებით, ლამინე იამალი მომავალი სეზონიდან ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს იცვამს. ეს არის ბარსელონას სტრატეგიული და მარკეტინგული ნაბიჯი. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავისთვის 10 ნომრის გადაცემა მის მე-18 დაბადების დღეზე ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება. მოსალოდნელია შემოსავლების მკვეთრი ზრდაც.
17 წლის ფეხბურთელი აქამდე 19 ნომრით თამაშობდა.
ახლა კატალონიური გრანდის ღირსებას 10 ნომრით ანსუ ფატი იცავს. ,,ბარსელონაში'' ამ გამორჩეული ნომრით არაერთ დიდ ფეხბურთელს, მათ შორის მესის, რონალდინიოს, რივალდოს, რიკელმეს, ჰაჯის, სტოიჩკოვს, რომარიოსა და დიეგო მარადონას უთამაშიათ.
მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' შემადგენლობაში ჩატარებულ 54 შეხვედრაში 18 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა.
𝘼 𝙉𝙀𝙒 𝘾𝙃𝘼𝙋𝙏𝙀𝙍 𝘽𝙀𝙂𝙄𝙉𝙎 🔟
— memorabilia1899.co (@memorabilia1899) May 19, 2025
• Lamine Yamal will officially wear the legendary #10 jersey for FC Barcelona in the 2025/26 season, no matter what happens with Ansu Fati. The decision was made.
• When Lamine celebrates his 18th birthday on July 13, 2025, Barça will… pic.twitter.com/LShynXvs1K