Belive

ცნობილია კონტრაქტის დეტალები, რომელიც პარი სენ ჟერმენმა მესის შესთავაზა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესი ,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლასთან ახლოსაა. ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელი, რომელიც პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს. დღეს ,,პსჟ-ის'' მფლობელის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის ძმამ, ხალიდ ბინ ჰამად ალ თანიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ მესისა და ,,პარი სენ ჟერმენს'' შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად დასრულებულია და ტრანსფერი მალე დადასტურდება. მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გასულ სეზონში არგენტინელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.


 

სხვა სტატიები