Belive

ცნობილია გუნდი, რომელსაც რონალდუ ბავშვობაში გულშემატკივრობდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა - კრიშტიანუ რონალდუმ, გაამხილა გუნდი, რომელსაც ბავვობაში გულშემატკივრობდა. რონალდუს მტკიცებით, "სპორტინგში" გადასვლამდე და პროფესიონალური კარიერის დაწყებამდე, "ბენფიკას" გულშემატკივრობდა. 1997 წელს, "სპორტინგის" აკადემიაში გადასვლამდე, რონალდუ "ანდორინიასა" და "ნასიონალის" საბავშვო გუნდების ღირსებას იცავდა - სწორედ ამ დროს ოქროს ბურთის 5-გზის ტრიუმფატორი "ბენფიკას" აქტიურად გულშემატკივრობდა. შეიძლება ითქვას, რომ "ბენფიკა" პორტუგალიის საკულტო კლუბია, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ (37) გახდა. მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "პორტუ" პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულს 29-ჯერ დაეუფლა - "სპორტინგის" აქტივში კი 19 საჩემპიონო ტიტულია.
"როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი "ბენფიკას" ვგულშემატკივრობდი, მაგრამ "სპორტინგში" გადასვლის შემდეგ, ეს უკანასკნელი ჩემი რჩეული კლუბი გახდა. "სპორტინგში" 7 დაუვიწყარი წელი გავატარე და მადლიერი ვარ ამ კლუბის, რომელმაც ყველაფერი მომცა. სწორედ ამიტომ, "სპორტინგი" ჩემი რჩეული კლუბია", - აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.
 

სხვა სტატიები