Belive

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების ნომინანტები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან:  მარსელო ბიელსა - "ლიდს იუნაიტედი"  ჰანს-დიტერ ფლიკი - მიუნხენის "ბაიერნი"  იურგენ კლოპი - "ლივერპული"  ხულენ ლოპეტეგი - "სევილია"  ზინედინ ზიდანი - მადრიდის "რეალი" ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ის 25 ნოემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. პრიზის მოქმედი გამარჯვებული "ლივერპულის" გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი გახლავთ.

სხვა სტატიები