Belive

წლის ბოლოს კონტრაქტი რეალის რვა ფეხბურთელს უმთავრდება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიმდინარე სეზონის ბოლოს, "რეალის" 8 ფეხბურთელს უსრულდება კონტრაქტი და ზოგიერთი მათგანი გახანგრძლივებას არ გეგმავს.

სამეფო კლუბის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იწყებენ ლუნინთან, რომელსაც პირველ გუნდში კიდევ ერთი სეზონის ჩატარება სურს. სიაში შემდეგი ნაჩოა. გუნდთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ესპანელს კარიერის ბოლომდე მადრიდელთა რიგებში სურს ასპარეზობა.

2fef800e54671dbcbb529c1f204618a602398e95

კონტრაქტი უსრულდებათ საკვანძო მოთამაშეებსაც, კროოსსა და მოდრიჩს. ხორვატმა უკვე განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ამის თაობაზე გუნდთანაც თანხმდება. რაც შეეხება ტონის, გერმანელი ჯერ-ჯერობით დუმს და კლუბის მხრიდანაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული. MARCA-ს ინფორმაციით, "რეალი" ტონი კროოსს პატივს სცემს და მოსაფიქრებლად დროსაც აძლევს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჭორების თანახმად, კროოსის წასვლის შემთხვევაში, მადრიდელთა მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. წლის ბოლოს კიდევ ერთ ნახევარმცველს ეწურება კონტრაქტი. სებალოსს გუნდის მხრიდან ჯერ არ მიუღია განახლების შეთავაზება და დიდი ალბათობით ვერც მიიღებს, რადგან მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

ზაფხულში ეწურება კონტრაქტი ქარიმ ბენზემასაც, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მადრიდელები ფრანგთან ურთიერთობას გააგრძელებენ. მაგრამ, მარკო ასენსიო, ვალეხო, ოდრიოსოლა, ლუკას ვასკესი და ედენ აზარი, დიდი ალბათობით, წლის ბოლოს კლუბს დატოვებენ.

სხვა სტატიები