Belive

"ცხოვრებაში სამი კერპი მყავს: მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი და ჯულია რობერტსი" - პეპ გვარდიოლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი მისაბაძი პიროვნებები მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი და არც მეტი არც ნაკლები, ჯულია რობერტსი არიან.

52 წლის სპეციალისტი მანჩესტერში 2016 წლიდან მუშაობს და სანატრელი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება ჯერ კიდევ ვერ შეძლო. გუარდიოლამ აღნიშნა, რომ თუნდაც სამჯერ გახდეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული, ეს მაინც ვერ გადაფარავს იმ იმედგაცრუებას, რომელიც მან ჯულია რობერტსის ვერ ნახვით განიცადა. ამერიკელი მსახიობი და ჰოლივუდის ვარსკვლავი მანჩესტერში ჩავიდა, თუმცა, ის ამ ქალაქის წითელ მხარეს ეწვია.

„ცხოვრებაში სამი კერპი მყავს: მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი და ჯულია რობერტსი. ჯულია რობერტსი წლების წინ მოვიდა მანჩესტერში, არა 90-იან წლებში, როცა სერ ალექსი ტიტულებს ტიტულებზე იგებდა, არამედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ "იუნაიტედზე" უკეთესები ვიყავით. ის ჩვენთან არ მოსულა." - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

პეპის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. "ქალაქელებმა" გუშინ "ლაიფციგი" 7:0 გაანადგურეს. ამ შეხვედრის მთავარი გმირი ერლინგ ჰოლანდი იყო, რომელმაც 5 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები