Belive

წიტაიშვილმა დინამო კიევის შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი წიტაიშვილმა შვეიცარიაში, "დინამო კიევის" შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა. წყაროს მტკიცებით, წიტაიშვილი უკვე პოლონეთში იმყოფება, სადაც უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილის მომავალი გუნდის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის კარიერა პოზნანის "ლეხში" გაგრძელდება. წიტაიშვილის სამსახურით, კიდევ ერთი პოლონური კლუბი - "ზაგლებიე" ინტერესდება, მაგრამ, თავად ფეხბურთელს "ლეხის" მაისურის მორგება სურს. შეგახსენებთ, გასულ სეზონში წიტაიშვილი ოდესის "ჩერნომორეცში" იჯარის წესით იყო განათხოვრებული, სადაც ჩატარებულ 15 შეხვედრაში, 1 გოლის გატანა შეძლო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნახევარმცველი პოლონურ "ვისლას" შეუერთდა, სადაც 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები