Belive

"წინსვლა განაგრძე ძმაო" - ხვიჩა კვარაცხელიამ მუდრიკი გაამხნევა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეზონი "ჩელსისთვის" და მიხაილო მუდრიკისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ლონდონელებმა პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი მე-12 პოზიციაზე დაასრულეს.

რაც შეეხება უკრაინელ შემტევს. "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა, მოლოდინები ვერ გამართლდა. მიხაილომ პრემიერ ლიგას ალღო ვერ აუღო და სეზონი უგოლოდ დაასრულა.

რამდენიმე საათის წინ, მუდრიკმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აშკარად ეტყობა, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილოა.

"ძვირფასო ღმერთო, თუ დღეს დავკარგავ იმედს, უბრალოდ შემახსენე, რომ შენი გეგმები ჩემს ოცნებებზე უკეთესია. გმადლობთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის." - წერს მუდრიკი.

აღნიშნულ პოსტს ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა და მიხაილო გაამხნევა:

"წინსვლა განაგრძე ძმაო"

View this post on Instagram

A post shared by МM (@mmudryk10)

სხვა სტატიები