Belive

წააგო, მაგრამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - მამარდაშვილს ჟირონასთან 7 სეივი ჰქონდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-20 ტურში ,,ჟირონამ'' ,,ვალენსიას'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

წაგების მიუხედავად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ღამურების'' მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მეტოქის დარტყმა შვიდჯერ მოიგერია.

ქართველი მეკარის თამაში ვებგვერდმა - Whoscored-მა, 7,9 ქულით შეფასა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ასევე 7,9 ქულა დაუწერა მამარდაშვილს Sofascore-მა, თუმცა უფრო მაღალი შეფასება ,,ჟირონას'' ნახევარმცველმა, ალეშ გარსიამ (8,3) მიიღო.

22 წლის მეკარე დღევანდელ მატჩში ბურთს სულ 40-ჯერ შეეხო და 25-დან 20 (80%) სწორი პასი გააკეთა.

ლა ლიგის 20 ტურის შემდეგ, ,,ვალენსია'' 20 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. ,,ღამურები'' მომავალ მატჩს 12 თებერვალს, ,,ბილბაოსთან'' შინ გამართავენ.

სხვა სტატიები