Belive

ტრავმა ვარჯიშზე - საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებისთვის ნახევარმცველი გამოაკლდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრებს მარტში გასამართი მატჩებისთვის ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

"დინამო თბილისის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა დაზიანება ეროვნული გუნდის საწვრთნელი პროცესის დროს მიიღო. ჯერჯერობით, ტრავმის დეტალები უცნობია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ის საქართველოს ნაკრებს მონღოლეთისა და ნორვეგიის წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.


საქართველოს ნაკრები მზადებას შემდეგი 25 ფეხბურთელის შემადგენლობით აგრძელებს:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი).

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).


ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2023 წლის მარტში ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ, ხოლო 28-ში ნორვეგიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

სხვა სტატიები