Belive

ტრანსფერი თითქმის დახურულია: რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული სპორტული მედიის წამყვანი საშუალებები ერთხმად იუწყებიან, რომ რაფაელ ვარანის მადრიდის "რეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სულ მალე ოფიციალური ინფორმაცია გახდება. არაერთი ავტორიტეტული და პრესტიჟული ჟურნალისტი, მათ შორის ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ახლა გასარკვევი მხოლოდ სატრანსფერო ფასია. 28 წლის ცენტრალური მცველი "სამეფო კლუბს" 2011 წელს, ფრანგული "ლენსიდან" შეუერთდა და 10 წლის განმავლობაში "ბლანკოსების" მაისურით 360 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყველკა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ამდენჯერვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 2-ჯერ ლა ლიგა. რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 2016 წლის ვიცე-ჩემპიონი და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები