Belive

ტრანსფერი იანვარში შედგება - რუბენ ნევეშს ბარსელონას უკავშირებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და "ვულვზის" ფეხბურთელის - რუბენ ნევეშის "ბარსელონაში" გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

25 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს "ვულვზთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისში უმთავრდება, თუმცა მან კლუბის დატოვების სურვილი ნაადრევად გამოთქვა, რის შემდეგაც მასზე ნადირობა არაერთმა გრანდმა დაიწყო.

ცნობილი სპორტული გამოცემის "Goal.com"-ის ინფორმაციით, ნევეშის ტრანსფერში მოწინავე ადგილს "ბარსელონა" იკავებს. ამ ტრანსფერის შესახებ რამდენიმე დღის წინ თავად "ბარსელონას" პრეზიდენტმა - ჟოან ლაპორტამ ისაუბრა და თქვა, რომ წინასწარ საუბარი არ სურს, თუმცა ადასტურებს იმას, რომ კატალონიური კლუბი პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულია.

"Goal.com"-ის ინფორმაციით "ბლაუგრანა" პორტუგალიელ ფეხბურთელში 44 მილიონ ფუნტს გადაიხდის და ტრანსფერი ზამთარში შედგება.

ნევეში აღიარებს, რომ მას "ბარსელონას" ინტერესი ახარებს, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და ყველა ჭორს, რომელიც მის ირგვლივ ვრცელდებოდა, დეტალურად უპასუხა.

"ვის არ სურს ბარსელონაში თამაში? მე ვფიქრობ, რომ ეს უაზრო კითხვაა ყველა მოთამაშისთვის. ბარსელონა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოველთვის პრივილეგიაა ამ კალიბრის კლუბებთან ასოცირება." - განაცხადა რუბენ ნევეშმა.

რუბენ ნევეში "ვულვზს" 2017 წელს "პორტუდან" შეუერთდა. ნახევარმცველი გუნდისთვის ყოველთვის გამოსადეგი და ერთ-ერთი მოწინავე მოთამაშე იყო, თუმცა მისი ამ კლუბში თამაში, როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება.

სხვა სტატიები