Belive

ტრანსფერი ჩაიშალა - ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონაში ჩასული პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება - გაბონელი თავდამსხმელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბში ჩაიშალა. მხარეებმა ხელფასის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - ცნობილია, რომ ობამეიანგის დასარეგისტრირებლად, "ბარსელონას" უსმან დემბელეს გუნდიდან გაშვება სჭირდებოდა. საბოლოოდ, ფრანგმა ვინგერმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი კლუბი ვერ ნახა. გეტყვით, რომ "არსენალის" ფეხბურთელის დამატებას "ბარსელონა" 6-თვიანი იჯარით ცდილობდა. თავდაპირველად, დაიწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლონდონელებმა ობამეიანგის ბარსელონაში გამგზავრების ამბავი გვიან შეიტყვეს.  

სხვა სტატიები