ტრანსფერი კონკურენტ კლუბში - ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი შეიცვალა
38 წლის ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და 2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა - კარიმ ბენზემამ, საუდის არაბეთში კლუბი შეიცვალა და ალ იტიჰადიდან ყველაზე ძლიერ კლუბში 'ალ ჰილალში' გადავიდა.
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა არაბულ კლუბთან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2027 წლის ზაფხულის ჩათვლით დარჩება.
French star Karim Benzema joins Al-Hilal 💙🇫🇷
— AlHilal Saudi Club (@Alhilal_EN) February 2, 2026
ბენზემამ, რომელმაც 'სამეფო კლუბი' 2023 წელს დატოვა, პირდაპირ საუდის არაბეთს მიაშურა და 3 წლის განმავლობაში ალ იტიჰადის ღირსებას იცავდა, თუმცა მას ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოუვიდა კონფლიქტი კლუბის წარმომადგენლებთან, ბოლო პერიოდში კი ხელფასზე ვეღარ თანხმდებოდა, რის გამოც კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ალ იტიჰადში მან 3 წლის განმავლობაში 83 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 54 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
2022 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული ახლა უფრო ძლიერ კლუბში გადავიდა, სადაც მას არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავი დახვდება - უკვე ცნობილია, რომ კარიმი ახალ კლუბში 90 ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ხელფასის სახით გაცილებით მეტს მიიღებს, ვიდრე ალ იტიჰადში იღებდა (50 მილიონი + ბონუსები სეზონში).