Belive

ტრანსფერი გარდაუვალია - მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა პრემიერ ლიგაში ითამაშებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა, 20 წლის იოან მანზამბი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. გერმანულ და ბრიტანულ სპორტულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ნიუკასლსა და ფრაიბურგს შორის მანზამბის ტრანსფერის თაობაზე პრაქტიკულად ყველა დეტალი შეთანხმებულია და მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა.

ავტორიტეტული წყარო აღნიშნავს, რომ ნიუკასლი იოან მანზამბის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც შესაძლოა სამომავლო ბონუსებიც დაემატოს. ტალანტის საკუთარ რიგებში ხილვა ასტონ ვილასაც სურდა, თუმცა ბირმინგემელბმა ნიუკასლზე უკეთესი წინადადების შეთავაზება ვერ შეძლეს.

იოან მანზამბი (3 გოლი, 2 ასისტი) შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ბრწყინვალედ ასპარეზობს და მუნდიალის 1/4-ფინალში ითამაშებს სადაც არგენტინას დაუპირისპირდება - აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკანასკნელად 72 წლის წინ ითამაშა.

სხვა სტატიები