Belive

ტრაბზონსპორი შოთა არველაძის დაბრუნებას განიხილავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე შესაძლოა ყოფილ კლუბში, "ტრაბზონსპორში" დაბრუნდეს.

როგორც ირკვევა, თურქული კლუბის ხელმძღვანელობას მწვრთნელთან დაკავშირებით ორი გეგმა აქვს, პირველი მათგანი სეზონის ამჟამინდელ მწვრთნელ, იჰსან დერელიოღლუს მმართველობით ჩამთავრება და შემდეგ რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთება, მეორე კი დაუყოვნებლივ შოთა არველაძის დანიშვნაა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, კანდიდატებს შორის სტივენ ჯერარდის და ანდრეა პირლოს სახელებმაც გაიჟღერა.

50 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდს 2015 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 11 ივლისამდე ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში გამართული 15 შეხვედრიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულეს და 6-ში დამარცხდა.

ფეხბურთელობის პერიოდში შოთა არველაძემ “ტრაბზონსპორის” შემადგენლობაში 123 მატჩში ითამაშა, 79 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა. 1995 წელს არველაძემ თურქეთის თასის და სუპერთასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები