Belive

ტოტენჰემთან მარცხი გვარდიოლამ გრძელ გზას დააბრალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ პრემიერ ლიგის ტურის ბოლო შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართა, სადაც გამარჯვებულები მასპინძლები დარჩნენ. ლონდონელებმა მოწინააღმდეგე ჰარი კეინის გოლით დაამარცხეს. ამ გატანილი გოლით ინგლისელი თავდამსხმელი "ტოტენჰემის" საუკეთესო გოლეადორი გახდა. გარდა ამისა, კეინი მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 200 გოლი აქვს გატანილი.

აღნიშნულ მატჩში "ქალაქელებისთვის" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, მანჩესტერული კლუბი "არსენალთან" სხვაობას 2 ქულამდე შეამცირებდა. მატჩის შემდეგ საუბრისას გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მისი გუნდის მარცხის მიზეზი დამღლელი გზა იყო.

"სასტუმროში მისასვლელად 4 საათზე მეტი დაგვჭირდა. მანჩესტერიდან ლონდონამდე საკმაოდ შორი გზაა. ახლა შინ უნდა დავბრუნდეთ და "ასტონ ვილასთვის" მოვემზადოთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შემდეგი შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" 12 თებერვალს, 20:30 საათზე "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები