Belive

"ტოტენჰემმა" სერხიო რეგილონი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემმა" მაღალრეიტინგული მარცხენა მცველი სერხიო რეგილონი დაიმატა. ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს 28 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან მეტოქეობის ფონზე. რეგილონი "მადრიდის რეალს" სევილიაში ჰყავდა განათხოვრებული, "სევილია" იმედოვნებდა, რომ შეძლებდა "რეალთან" შეთანხმების მიღწევას და რეგილონის საკუთარ რიგებში დატოვებას. თუმცა "რეალმა" "ტოტენჰემთან" მიაღწია შეთანხმებას და ახლა რეგილონი უკვე მოურინიოს თავდაცვითი რაზმის წევრია. რეგილონი მარცხენა ფლანგზე შესაძლოა გარეთ ბეილს შეუწყვილდეს და საკმაოდ პროდუქტიული წყვილიც მივიღოთ.

სხვა სტატიები