Belive

ტოტენჰემმა ანტონიო კონტე გაათავისუფლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტე ლონდონის ,,ტოტენჰემის'' მწვრთნელი აღარ არის. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით მიიღეს:

,,შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. მას გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი კრისტიან სტელინი იქნება, ასისტენტობას კი მას რაიან მეისონი გაუწევს,'' - წერია ,,მამლების'' ვებგვერდზე.

ანტონიო კონტემ ,,ტოტენჰემი'' 2021 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონელებმა სულ 76 შეხვედრა ჩაატარეს - 41 მოიგეს, 23-ში დამარცხდნენ, 12 კი ფრედ დაასრულეს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 28 ტურის შემდეგ, დედაქალაქურ გუნდს 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები