ტოტენჰემის მწვრთნელი: 'მადლობის წერილს იურგენ კლოპს გავუგზავნი'
ინგლისის პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მანჩესტერ სიტიმ საკუთარ მოედანზე ტოტენჰემი მიიღო და 0:2 დამარცხდა. პრველ ტურში ორივე გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამიტომ ეს შეხვედრა რეალურად სცემდა პასუხს კითხვას: რომელი გუნდია უკეთეს ფორმაში?
ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი, რომელიც საინტერესო განცხადებებით გამოირჩევა, ამ შეხვედრის შემდეგაც არ იყო ბანალური. მან პირველად აღიარა, რომ შთაგონების წყარო კლოპის ტაქტიკაა და ახლა მადლობის გადახდასაც აპირებს.
დიახ, იურგენი ჭკვიანი კაცი იყო. უნდა მივწერო და ვუთხრა: „ჰეი, ეს საშინლად ჭკვიანურია“. მე მჯერა აგრესიული პრესინგის, როგორც დღეს ნახეთ, როგორც ხედავდით ჩემს ბრენტფორდში. მაღალი პრესინგის ერთგული ვარ და მჯერა, რომ ამის კეთება პრივილეგიაა.
მომწონს მენტალიტეტი, რომელიც მეტოქის მესამედში თამაშისთვისაა საჭირო. ესაა დაცვა, რომელიც იმწამსვე თავდასხმად შეიძლება შეფასდეს, თტანაც სახალისოა, როცა დაცვა მეტოქის ნახევარზე გიწევს და არა საკუთარზე. - განაცხადა ტომას ფრანკმა
მიუხედავად კარგი დასაწყისისა, ტოტენჰემს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს მედისონსა და დეიან კულუშევსკის ტრავმები აქვთ, ტოტენჰემმა კი ებერეჩი ეზეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ მიიყვანა, ინგლისელი ფეხბურთელი 'მამლების' ყველაზე საძულველ გუნდში, არსენალში გადავიდა.