Belive

ტოტენჰემის ბოლო ჩემპიონობა ხვალ ვიქტორიანულ ერასთან უფრო ახლოს იქნება ვიდრე დღევანდელ დღესთან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი ვიქტორია 1901 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. ამ თარიღის შემდეგ ახლა უკვე 44 ათასი დღე გავიდა. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ლონდონური კლუბს ინგლისის პირველი ლიგა ისტორიაში ორჯერ, 1950/51 წლებსა და 1960/1961 წლებში აქვს მოგებული. "ტოტენჰემის" ბოლო ჩემპიონობიდან ახლა 22 ათასი დღეა გასული. შესაბამისად, "სპურსის" ბოლო ჩემპიონობა ხვალ ვიქტორიანულ ერასთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე დღევანდელ დღესთან. აღნიშნულ "აღმოჩენას" სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  

სხვა სტატიები