ტოტენჰემი Vs. აიაქსი (პრევიუ)
5 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ
დანაკლისი
დღევანდელ დაპირისპირებაში დანაკლისის მხრივ "ტოტენჰემის" მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გუნდს ლიდერი და კაპიტანი, ჰარი კეინი ტრავმის გამო დააკლდება. ასევე ტრავმირებულები არიან სერჟ ორიე, ერიკ ლამელა და ჰარი ვინკსი. საეჭვოა სისოკოს თამაშიც. რაც შეეხება სონს, კორეელი შემტევი დისკვალიფიცირებულია და დღეს საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. რაც შეეხება "აიაქსს, გუნდი ლონდონში დანაკლისის გარეშე, ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა.რატომ გავა "ტოტენჰემი"?
მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემს" პირველ მატჩში დიდი დანაკლისი აქვს, გუნდს რა თქმა უნდა ფინალში თამაში შეუძლია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.- "ტოტენჰემმა" მეოთხედფინალში გამოაჩინა ის ბრძოლისუნარიანობა, რომლის წყალობითაც შეძლო "სიტის" დამარცხება
- გუნდს კარგად შეუძლია დაცვიდან შეტევაში გადასვლა და მაურისიო პოჩეტინოს ფაქტორის გამოყენება. არგენტინელი სპეციალისტი საკმაოდ გამოცდილი ორ მატჩიან დუელებში.
- საპასუხო შეხვედრას "ტოტენჰემი" სტუმრად ჩაატარებს და იმ შეხვედრაში რამდენიმე ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული მოთამაშე დაუბრუნდება. მთავარია საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით არ წააგოს.
რატომ გავა "აიაქსი"?
"აიაქსის" ნახევარფინალში ხილვა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგია. გუნდის თამაში იძლევა იმის საფუძველს, რომ ფინალის საგზურიც მოიპოვოს.- "აიაქსის" განვლილი გზა შთანბეჭდავია. ჯერ ჯგუფური ეტაპი დაძლია, სადაც "ბაიერნი" და ბენფიკა" ჰყავდა. შემდეგ მერვედფინალში მადრიდის "რეალთან" პირველი მატჩის წაგების შემდეგ, "ბერნაბეუზე" 1:4 გამარჯვება. მეოთხედფინალში კი ტურინის "იუვენტუსს" შანსი არ დაუტოვა და ნახევარფინალში გავიდა.
- ახალგაზრდა და მოტივირებული თაობა იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს თითოეული ბურთისთვის.
- "აიაქსს" "რეალისა" და "იუვენტუსის" ასპარეზობიდან გამოთიშვის შემდეგ, ორმაგად მეტი თავდაჯერებულობა აქვს.
- პირველ მატჩს ამსტერდამელები სტუმრად ატარებენ, თან "ტოტენჰემის" დანაკლისზე უკვე ვისაუბრეთ და ეს, რა თქმა უნდა, "აიაქსის" შანსია.