Belive

ტოტენჰემი მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანი ფრანგი კიპერი - უგო ლორისი, ლონდონური კარიერის დასრულებას უახლოვდება. "ტოტენჰემის" მესვეურები დარწმუნებული არიან, რომ ლორისი გუნდს უახლოეს პერიოდში დაემშვიდობება, ამიტომ მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას - მათ შორის, გიორგი მამარდაშვილს განიხილავენ.

ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი" ეძებს ახალგაზრდა და გამოცდილ კიპერს, რომელიც ჩრდილო ლონდონური კლუბის ღირსებას მრავალი წლის განმავლობაში დაიცავს.

ბრიტანული პრესის ფურცლებზე, რამდენიმე მაღალი დონის მეკარის სახელს შევხვდებით და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მათ შორის გიორგი მამარდაშვილიცაა.

გავრცელებული ინფორმაციით, "სპურსის" მესვეურები რამდენიმე კანდიდატურას აქტიურად აკვირდებიან და ტრანსფერს ზაფხულში განახორციელებენ - გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია"), კაოიმინ კელეჰერი ("ლივერპული"), დავიდ რაია ("ბრენტფორდი"), რობერტ სანჩესი ("ბრაიტონი") და მაიკ მაინა ("მილანი") სატრანსფერო რადარზე აღმოჩდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" არაა ერთადერთი კლუბი, რომელიც მამარდაშვილის ტრანსფერით ინტერესდება. ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, მამარდაშვილის ტრანსფერი მადრიდის "ატლეტიკოს" სურს.

სხვა სტატიები