Belive

ტოტენჰემი ევროპაში ყველაზე დიდ საკლუბო მაღაზიას ხსნის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონში, "ტოტენჰემის" ახალ სტადიონზე ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო მაღაზია გაიხსნება. ახალი მაღაზია, რომლის ზომაც 2,140  კვადრატული მეტრია, "ტოტენჰემის" ლოგოთი იქნება დაბრენდილი. გულშემატკივარს "ტოტენჰემის" ნაწარმის გარდა, ამერიკული ფეხბურთის აღჭურვილობის შეძენაც შეეძლება.
მაღაზიაში გამოყოფილია ადგილი, სადაც დიდ ეკრანზე ნებისმიერ მსურველს FIFA 19-ის და Playstation 4-ის თამაში შეუძლია. ახალი მაღაზია სტადიონის გახსნისთანავე დაიწყებს ფუნქციონირებას. სტადიონი 15 სექტემბერს, "ლივერპულთან" თამაშის დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა ვერ მოესწრო და 15 დეკემბერს, "ბარნლის" წინააღმდეგ მატჩს ლონდონელები ახალ მოედანზე ჩაატარებენ.
 

სხვა სტატიები