Belive

ტოტენჰემი ანსუ ფატის თაობაზე ბარსელონასთან მოლაპარაკებებს მართავს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ანსუ ფატი "ბარსას" დატოვებას გეგმავს. 

ტრავმების გამო, კატალონიური კლუბის ვარსკვლავს საკმაო დრო გაუცდა და მისი კარიერა ისე არ განვითარდა როგორც უწინასწარმეტყველებდნენ. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანსუს მამა, თავისი შვილის სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო. 

ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფატიმ "ბარსელონას" დატოვება უკვე გადაწყვიტა. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით მისი დამატებით ყველაზე მეტად "ტოტენჰემი" ინტერესდება. 

 

იტალიელი ჟურნალისტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ლონდონური კლუბი "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს უკვე მართავს. იგივე წყარო გვამცნობს, რომ ესპანელი ფეხბურთელი "დეზებში" იჯარის წესით 2024 წლამდე ითამაშებს. ანსუ "ჩელსისაც" განიხილავს, როგორც სათადარიგოთა ვარიანტს, თუმცა, მისი "არისტოკრატებში" გადასვლა ნაკლებსავარაუდოა. 

სხვა სტატიები