Belive

ტორპედო - ლუდოროგეცი 0:1 - ქუთაისელებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს  

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩში "ტორპედომ" ბულგარული "ლუდოგორეცის“ დამარცხება ვერ მოახერხა. ქართული გუნდს UEFA-ს რანგით მეორე ტურნირზე მოხვედრასთან ძალიან ახლოს არის - ამისათვის ორმატჩიან დუელში ბულგარეთის ჩემპიონის დამარცხებაა საჭირო. შესაბამისად, აღნიშნული თამაშისადმი ქართველ გულშემატკივართა შორის საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. პირველი ტაიმის ძირითად ნაწილში მატჩს "ტორპედო" წარმართავდა - ქუთაისელები ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქის დაცვის გარღვევას როგორც ცენტრიდან, ასევე ფლანგებიდან ცდილობდნენ. „ტორპედოს“ აქტიურობის მიუხედავად, ბულგარელები საკუთარ საჯარიმოს საიმედოდ იცავდნენ და მეტოქეს გოლის გატანის რეალურ შანსს არ აძლევდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს „ტორპედოს“ საჯარიმოში ბრაზილიელი ვანდერსონი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და ბურთი კვასხვაძის კარში მოათავსა. მეორე ტაიმში ვანდერსონს გოლის გატანის კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა გოლის გატანა ვერ მოახერხა - "ტორპედო" გაშვებული გოლისგან კვასხვაძის კარგმა თამაშმა იხსნა. „ტორპედოს“ საპასუხო შეტევები ერთფეროვანი იყო და მათ მოგერიებას ბულგარელები მარტივად ახერხებდნენ. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში 0:1 დაფიქსირდა, რაც ქუთაისელებს საქმეს მნიშვნელოვნად ურთულებს. განმეორებითი მატჩი ბულგარეთში 31 აგვისტოს გაიმართება. თბილისი. "მიხეილ მესხი". ტორპედო - ლუდოგორეცი 0:1 გოლი: 0:1 ვანდერსონი (45+2) ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე (კუტალია 85), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61), ქიმაძე (დაფე 70). ლუდოგორეცი: ბრაუნი, ნათანიელი, ნედიალკოვი, მოტი, სისინიო, კამპანიარო (გორალსკი 66), დიაკოვი, მარსელინიო (ტერზიევი 90+6)), ვანდერსონი, კესერუ (ლუკოკუ 82), ვურალი.        

სხვა სტატიები