Belive

ტორპედო განადგურდა - იბერიამ მოიგო | პირველი მატჩები ევროტურნირებზე

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2-მა ქართულმა კლუბმა ევროტურნირების საკვალიფიკაციოზე პირველი მატჩები ჩაატარა. ეროვნული ჩემპიონატის 2025 წლის მეოთხეადგილოსანი, ქუთაისის ტორპედო, სტუმრად აზერბაიჯანულ ზირას ეთამაშა - ქუთაისელები უშანსოდ, 3:0 დამარცხდნენ (კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი).

აღსანიშნავია, რომ ზირას ძირითად შემადგენლობაში 2 ქართველი თამაშობდა (გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი) - ქართული კლუბის კარში მეორე გოლის გატანა დავით ვოლკოვმა მოახერხა. ქუთაისში, განმეორებითი მატჩი 16 ივლისს ჩატარდება.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერიამ, სტუმრად ესტონური ფლორა (2:3) დაამარცხა. პირველი ტაიმის 3-წუთიან მონაკვეთში გოლები ზვიად ნაჭყებიამ და გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანეს. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს (28-ე და 73-ე წუთებზე), თუმცა შეხვედრის მიწურულს დავით ქარდავამ გამარჯვების გოლი გაიტანა. ესტონელები მე-60 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ. იბერია ფლორას განმეორებით მატჩში, 14 ივლისს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები