Belive

ტორპედო ელიგის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ლეგიონერმა დატოვა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედო" და სამუელ ინკუმი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 32 წლის მარჯვენა მცველმა და ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სამუშაო კონტრაქტი ურთიერთშეხვედრების შედეგად გაწყვიტა. განელი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონის დასაწყისში გამოჩნდა და წინა სეზონი "სამტრედიაში" გაატარა, მიმდინარე წლის სტარტიდან ქუთაისური გუნდის მაისურს ირგებდა. ის საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერის მქონეა. წლების განმავლობაში იგი "შვეიცარიულ ბაზელში", სამუელ ეტო'ოსთან ერთად თურქულ "ანთალიასპორში", MLS-ის ბინადარ, ვაშინგტონის "დი სი იუნაიტედში", პორტუგალუიურ "ბოავიშტაში", ფრანგულ "ბასტიაში" და ბერნძულ "პლატანიასში" და ჯაბა კანკავასა და ალექსანდრე კობახიძესთან ერთად უკრაინულ "დნიპროში" თამაშობდა. განის ნაკრების შემადგენლობაში მან მსოფლიოს ორი ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშა და მეოთხედფინალშიც გავიდა. სამუელ ინკუმმა "ტორპედოს" მაისურით ეროვნული ლიგისა და საქართველოს თასის ეგიდით 17 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლის გატანა შეძლო, ისიც ყოფილი კლუბის, "სამტრედიას" კარში.

სხვა სტატიები