ტორონტომ ლორენცო ინსინიეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ლორენცო ინსინიე, კარიერას ,,ტორონტოში'' გააგრძელებს. ინფორმაციას კანადური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ინსინიემ ახალ კლუბთან, რომელსაც ზაფხულში შეუერთდება, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 30 წლის ფეხბურთელი ,,ნაპოლიში'' 2010 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ლორენცოს ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
It’s not official until @FabrizioRomano says the magic words… . . ! Benvenuto a Toronto, Lorenzo Insigne @Lor_Insigne | #TFCLive pic.twitter.com/2Ved7P4SZF — Toronto FC (@TorontoFC) January 8, 2022