Belive

TOP 8 რეტრო და თანამედროვე საფეხბურთო მაისური | PHOTO

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
თბილ ამინდთან, თასის ფინალებთან და საფეხბურთო ტურნირებთან ასოცირებით, ზაფხულში ფეხბურთს განსაკუთრებული განცდა/გრძნობა აქვს. წარმოგიდგენთ TOP 8 რეტრო და თანამედროვე საფეხბურთო მაისურს, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულსა და ფეხბურთს უხდება.

"აიაქსის" 2021/2022 წლების სეზონის ფორმა



2021/22 წლების სეზონის დასაწყისში "აიაქსმა" და "ადიდასმა" გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ კლუბის ერთ-ერთი "ჰიმნისთვის", რომელსაც ცნობილი მომღერალი - ბობ მარლი ასრულებდა "Three Little Birds". მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება შეუსაბამო არჩევანი ყოფილიყო, სიმღერა "აიაქსთან" 2008 წლიდან ასოცირდება. ამსტერდამულმა გრანდმა გამოუშვა შავი სათამაშო ფორმა, რომელიც გაფორმებული იყო იამაიკის დროშის წითელი, ყვითელი და მწვანე ფერებით.

ნიგერიის საშინაო ფორმა 2018 წელს



2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ნიგერიის ნაკრებზე ყველა საუბრობდა. ნიგერიის ნაკრების საშინაო მაისურზე გამოსახული იყო ზიგ-ზაგის ნიმუში ღია მწვანე თეთრ ფონზე, მკლავებზე შავ-თეთრი ვერსიით. გასაკვირი არ არის, რომ ნიგერიის ამ ულამაზესმა მაისურმა რეკორდები დაამყარა, დღეს კი მისი პოვნა თითქმის შეუძლებელია. სანამ ეს ფორმა ოფიციალურად გაყიდვაში ჩაეშვებოდა, ლონდონში, "Nike"-ს ერთ-ერთ ფილიალში ნიგერიის საშინაო ფორმაზე 3 მილიონზე მეტი წინასწარი შეკვეთა შევიდა.

ნიდერლანდების საშინაო ფორმა 1988 წელს



80-იანი წლების ბოლო - ეს ის პერიოდია, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე სპორტულმა კლუბებმა და ნაკრებებმა დაიწყეს საკუთარ ჩაცმულობაზე დიდი ყურადღების მიქცევა. ცხადია, ყველა მათგანი არ იყო წარმატებული, მაგრამ ნიდერლანდების ნაკრების 1988 წლის საშინაო ფორმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის იყო შეკერილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. საკულტო ნარინჯისფერი შენარჩუნებულია, თუმცა, ამჯერად დიზაინში მცირედი ცვლილებებია შეტანილი. მაისურის გარშემო ღია ფერის ტონალობა და "adidas"-ის ლოგო მას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ იერსახეს აძლევდა.

"მარსელის" 1991/1992 წლების საშინაო ფორმა



90-იანი წლების დასაწყისში, "მარსელი" ფრანგული ფეხბურთის დომინანტი ძალა იყო. მათ ათწლეული დაიწყეს ლიგა 1-ის ზედიზედ ოთხი გამარჯვებით და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობით.  ამ პერიოდში კლუბს ეცვა ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა. ფორმა ყველაზე ცნობილი იყო "ადიდასის " გიგანტური სამი ზოლით, რომლებიც მხოლოდ ერთ მხარზე იყო განთავსებული, მსგავსს იმ დროისთვის ძალიან იშვიათად შეხვდებოდით.

"ბარსელონას"1999/2000 წლების საშინაო ფორმა



"ბარსელონას" ზოლები ცნობილია მთელ მსოფლიოში, მაგრამ 90-იანი წლების ბოლოს კატალონიურმა კლუბმა გამოუშვა სპეციალური დიზაინის ფორმა. კლუბის ასი წლის აღსანიშნავად, კლუბი საერთოდ მოერიდა ზოლებს და ისინი ლურჯი და წითელი დიზაინით ჩაანაცვლა. ფორმის დიზაინი დასრულებულია ოქროსფერი დეტალებით. წარწერა 1899 და 1999 წლები, ნაიკის ლოგო მაისურის ზუსტად შუაში და ორივე ფერზეა დასმული. მუქი ლურჯი საყელოთი და სახელოებით. ეს ფორმა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული.

დასავლეთ გერმანიის საშინაო ფორმა 1988 წელს


დასავლეთ გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფორმა, ასევე აღმოჩნდა ბოლო ფორმა, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე და ქვეყნის გაერთიანებამდე საფეხბურთო ნაკრებს ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დიზაინი უცვლელად ინარჩუნებს გუნდის შავ და თეთრ ფერებს, ეს არის ბაუჰაუსის სტილის დროშა მკერდზე, რომელიც ამ ფორმას უნიკალურს ხდის. ახლაც, პირველად მორგებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ეს ფორმა კვლავ პოპულარულია, თუმცა, ნაკლებად საუბრობენ გერმანიის ნაკრების საგარეო მაისურზე - რომელიც მწვანე ფონზე იგივე გრაფიკას აერთიანებდა. აღნიშნული ფორმა ბუნდესთიმს 1991 წელს ეცვა. გრაფიკის განახლებული ვერსია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილეთ, მაგრამ, მისი შავ-თეთრი დიზაინი წინამორბედს არ შეესაბამებოდა.

"იუვენტუსის" გასვლითი ფორმა 2015/2016 წლების სეზონში


 
ცნობილი კანადელი მუსიკოსისა და მომღერლის - დრეიკის გამოჩენამ "იუვენტუსის" ვარდისფერ მაისურში დაგვანახა, რომ დიზაინმა სრულად გადაინაცვლა მოდის სამყაროში. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რატომ ეცვა დრეიკს "ბებერი ქალბატონის" მაისური, კანადელი მომღერალი ამ კლუბის თაყვანისმცემელია თუ ეს მხოლოდ მაისურის დიზაინის გამო იყო. ფეხბურთის ფორმების ხანგრძლივ ისტორიაში, ვარდისფერი ძალიან იშვიათად გამოყენებადი ფერი იყო. მომავალში ვარდისფერის "დანერგვას", სწორედ "იუვენტუსის" 2015/2016 წლების ფორმამ შეუწყო ხელი.

"პარმას" საშინაო ფორმა 1999/2000 წლებში



დიდად გამოყოფილი ყვითელი და ლურჯი ზოლები, სერია ა-ს დიდი ლოგო, ერთღილიანი საყელო და "Parmalat"-ის დიდი წარწერა... "პარმას"1999/2000 წლების სეზონის საშინაო ფორმაში ყველაფერი იყო თავმოყრილი. მაისური ასევე აღნიშნავდა კლუბის ისტორიული წლების დღეებს.

სხვა სტატიები