ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდები, რომლებიც მიმდინარე სეზონში მეორე დივიზიონში ნაადრევად გავარდნენ
7 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგა
#1 "ფულემი"
ინგლისის პრემიერ ლიგაში სეზონის დასაწყისში გადმოვიდა გუნდი, რომელიც ზაფხულის სტრანსფერო პერიოდში საკმაოდ აქტიურობდა. "ფულემი", რომელმაც დაიმატა მიტროვიჩი და არაერთი კარგი მოთამაშე. გუნდის მიზანი, როგორც მინიმუმ, პრემიერ ლიგაში დარჩენა იყო, თუმცა ევროტურნირებზე მოხვედრასაც არ გამორიცხავდნენ. ლონდონური კლუბი სეზონის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება აღმოჩნდა და აპრილის დასაწყისში გაინაღდა "ჩემპიონშიპში" დაქვეითება. სეზონის შუა ნაწილში გუნდის მთავარ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დანიშნეს, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ვერ გაამართლა და მალევე დატოვა თანამდებობა. "ფულემი" ბოლოსწინა ადგილზეა და ოფიციალურად მომავალ სეზონში "ჩემპიონშიპში" დაბრუნდება.
#2 "ჰადერსფილდი"
გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგიდან გავარდნას წინა სეზონში გადაურჩა, თუმცა წელს განწირულია. ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჰადერსფილდი" მომავალ სეზონში "ჩემპიონშიპში" ითამაშებს. სეზონის დაწყებამდე გუნდის პროგრამა მაქსიმუმი პრემიერ ლიგაში დარჩენა იქნებოდა. ეს ამოცანა მათ ვერ შეასრულეს.
სერია ა
#3 "კიევო"
იტალიის სერია ა-ში ჯერჯერობით ერთადერთი გუნდის ვინაობაა ცნობილი, რომელიც მომავალ სეზონს სერია ბ-ში დაიწყებს. ეს კლუბი "კიევოა". ვერონულმა კლუბმა სეზონი -3 ქულით დაიწყო. ამ წუთისთვის 32 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 11 ქულა აქვს და მე-19 ადგილზე მყოფ "ფროსინონეს" 12 ქულით ჩამორჩება, ხოლო მე-18-ზე მყოფ "ემპოლის" 17 ქულით. გუნდმა მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 11 ფრედ დაასრულა, ხოლო 20 თამაში წააგო. სეზონის დაწყებისთანავე სწორედ "კიევო" გამოიკვეთა, რომელიც მთავარი აუტსაიდერის რანგში იასპარეზებდა.