Belive

ტონი კროოსმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ტონი კროოსი საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ "სამეფო კლუბის" დატოვება კარიერის დასრულებამდე არ სურს.
"ჩემსა და კლუბს შორის წარმოუდგენელი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომლის დაშორებაზე არც კი ვფიქრობ. კონტრაქტი რომ ამოიწურება, შემდეგ შეგვეძლება მომავალზე საუბარი. მე ვიქნები 33 წლის, ვფიქრობ, შემდეგ კიდევ შემეძლება ვითამაშო ერთი ან ორი წელი და ამის მერე უკვე შესაძლებელი იქნება დასრულებაზე ფიქრი. რა თქმა უნდა, მინდა და იდეალური იქნება კარიერის "რეალში" დასრულება. ახლა ვიცი, რისი მიცემა შემიძლია კლუბისთვის და კლუბმა იცის, რისი იმედი აქვს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ დრო გადის და ეს გასათვალისწინებელია", - თქვა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა Marca-სთან საუბრისას.
32 წლის ტონი კროოსი "რეალში" 2014 წლის ივლისში, მიუნხენის "ბაიერნიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 340 მატჩში 25 გოლი გაიტანა, 83 საგოლე გადაცემა გააკეთა და მან “თეთრებთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სხვა სტატიები