Belive

ტონი კროოსი: "შეშკოს გოლი უნდა ჩათვლილიყო, არ მაქვს არგუმენტები, გოლი რატომ არ ჩაითვალა..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, მადრიდის "რეალმა" "ლაიფციგი" სტუმრად მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გამარჯვების გოლი ახალგაზრდა ესპანელმა - ბრაჰიმ დიასმა გაიტანა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მატჩში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა მასპინძელი გუნდი და მათ მატჩის მეორე წუთზე გოლიც გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გატანილი გოლი გააუქმა, რაც სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.

მატჩის შემდეგ, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა - ტონი კროოსმა, გაუქმებული გოლის შესახებ ისაუბრა და აღიარა, რომ გოლი ჩასათვლელი იყო.

"შეშკოს გოლი ჩასათვლელი იყო, მგონია, მსაჯს შეეძლო, რომ გოლი არ გაეუქმებინა.

არ ვიცი, პირადად მე რაც ვნახე, ვერც კი ვხვდები, რა გახდა მიზეზი გოლის გაუქმებისა, მსაჯს გოლის გაუქმების რა არგუმენტები ჰქონდა, ნამდვილად ვერ ვხვდები..." - ტონი კროოსი

მადრიდის "რეალისა" და "ლაიფციგის" განმეორებითი მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.

სხვა სტატიები