Belive

ტომას ტუხელი ჩელსიდან წამოსვლაზე: "ეს იყო შოკი - ყველას გვეგონა, რომ სწორ გზაზე ვიყავით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში, ლონდონის "ჩელსიდან" მოულოდნელი გათავისუფლება გაიხსენა და თქვა, რომ ეს მისთვის შოკისმმომგვრელი იყო.

"ეს იყო შოკი. შეხვედრა "ჩელსის" ხელმძღვანელობასთან დილის რვა საათზე გაგრძელდა არაუმეტეს სამი-ხუთი წუთისა. ჩვენ ყველას გვეგონა, რომ სწორ გზაზე ვიყავით და მეტი დრო გვქონდა შემოქმედებისთვის.

ახალი გამოწვევა ვიპოვე, მოხარული ვარ, რომ "ბაიერნში" ვარ", - თქვა 49 წლის სპეციალისტმა.

ტომას ტუხელმა ლონდონის "ჩელსიში​" 2021 წლის 26 იანვრიდან 2022 წლის 7 სექტემბრამდე იმუშავა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 99 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც "არისტოკრატებმა" 62 მატჩი მოიგეს, 19-ში ფრეს დასჯერდნენ, ხოლო 18-ში დამარცხდნენ. გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბთან ერთად 2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და 2021 წელს საკლუბო ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსაც დაეუფლა.

სხვა სტატიები