Belive

თომას მიულერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნმა თომას მიულერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 34 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

მიულერმა მთელი კარიერა მიუნხენურ კლუბში გაატარა, თომასი "რეკორდმაისტერში" 10 წლიდან ირიცხება. მიულერმა ბაიერნში 684 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 237 გოლი და 261 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან გუნდთან ერთად 32 ტიტული მოიგო.

თომასის დებიუტი ბაიერნის ძირითად გუნდში 2008 წელს შედგა და მე-16 სეზონს ატარებს.

სხვა სტატიები