Belive

ტომას ფრანკი: "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

და დადგა ის დრო, როდესაც ყველა უკვე ნამდვილად შეიგრძნობს ახალი სეზონის დაწყებას, რადგან დღეს სტარტს ჩემპიონთა ლიგა აიღებს.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ტოტენჰემს ესტუმრება, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრამდე ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრანკმა, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი შედგება, მედიასთან ისაუბრა.

მან საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დაცინვა მოჰყვა.

„ვიცი, რომ განსაკუთრებული იქნება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩაირთვება - შეგახსენებთ, რომ ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩია. ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებოდით ამ ტურნირისთვის და როდესაც ხვალ მოედანზე გავალთ, ეს ძალიან განსაკუთრებული იქნება.

ჩვენი ფანტასტიკური გულშემატკივრების წინაშე ეს ევროპული ღამეა და ვიცით, რომ ისინი აბსოლუტურად აღფრთოვანებულები იქნებიან. ეს ძალიან განსაკუთრებული იქნება, ასე რომ, დიახ, მოუთმენლად ველი პირველ ორ წუთს, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს და შემდეგ თამაშზე ფოკუსირებას.

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და დიახ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ..." - ტომას ფრანკი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დღეს შემდეგი 6 მატჩი შედგება.

  • 20:45 საათი | ბილბაო - არსენალი

  • 20:45 საათი | პსვ - როიალ უნიონი

  • 23:00 საათი | ბენფიკა - ყარაბაღი

  • 23:00 საათი | იუვენტუსი - დორტმუნდი

  • 23:00 საათი | რეალი - მარსელი

  • 23:00 საათი | ტოტენჰემი - ვილიარეალი

სხვა სტატიები